ემანუელ მაკრონი: „დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის დიპლომატიური გამარჯვება არ არის.

„დიდი ოცეულის" ეს სამიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. "დიდი ოცეულის" წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გმობს უკრაინის ომს და მის გავლენას,“ - განაცხადა მაკრონმა სამიტის დახურვის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


შეგახსენებთ, 9 სექტემბერს, „დიდი ოცეულის" ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. ტექსტის შინაარსმა კიევის უკმაყოფილება გამოიწვია.